ზბიგნევ რაუ – მოვუწოდებ გერმანიის კანცლერს, პატივი სცეს პოლონეთის სუვერენიტეტს და თავი შეიკავოს განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს
მოვუწოდებ გერმანიის კანცლერს, პატივი სცეს პოლონეთის სუვერენიტეტს და თავი შეიკავოს განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა, რითაც პოლონეთში მიგრაციულ პროცესთან დაკავშირებით ოლაფ შოლცის განცხადებას გამოეხმაურა.
ზბიგნევ რაუს განცხადებით, გერმანიის კანცლერის სიტყვები არღვევს ქვეყნების სუვერენული თანასწორობის პრინციპებს.
„გერმანიის კანცლერის კომპეტენცია აშკარად არ ეხება პოლონეთში მიმდინარე პროცესს. ამ საკითხზე განცხადებები პოლონეთის სახელმწიფოს შიდა საქმეებში და პოლონეთის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის განზრახვაზე მიუთითებს. ჩვენი კარგი ორმხრივი ურთიერთობების სახელით, მოვუწოდებ გერმანიის კანცლერს, პატივი სცეს პოლონეთის სუვერენიტეტს და თავი შეიკავოს განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას მიგრაციაზე მეტი კონტროლი მოითხოვა, რადგან გერმანიაში ჩასული ლტოლვილების რიცხვი იზრდება. ამ კონტექსტში მან გაიხსენა პოლონეთის „ვიზის სკანდალი“ და აღნიშნა, რომ საზღვრებზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პოლონეთში ვიზების გაცემის შესაძლო დარღვევების თაობაზე განმარტების მოსმენა სურდა.
The latest statement by German Chancellor Olaf Scholz violates the principles of the sovereign equality of states, which is the foundation of good neighbourly relations and friendly cooperation with Poland, as declared by the government of the Federal Republic of Germany in the…
— Zbigniew Rau (@RauZbigniew) September 24, 2023