პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ საქართველოში ვიზიტი დაასრულა.

ზბიგნევ რაუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა გააცილა. მანამდე კი საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პატივი მიაგეს პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს მისი მემორიალი.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ვიზიტით 26-28 აპრილს ეწვია. მან შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ილია დარჩიაშვილთან.

ზბიგნევ რაუ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პოლონელი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.