ზაზა სარალიძისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა აქციაზე [ფოტო]
ზაზა სარალიძისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა აქციაზე [ფოტო]

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო მისული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავდა, თუმცა შეკრებილებმა მას სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა ტერიტორია დატოვა.

აქციაზე შეკრებილთა ნაწილმა პრემიერ-მინისტრისკენ პლასტმასის ბოთლები ისროლა.

ფოტომასალა გიორგი კვირიკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.