ვაკის პარკში, აქციაზე „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ მისულ ზაზა სარალიძეს ბუტა რობაქიძის მშობლები სოსო რობაქიძე და ია მეტრეველი შეხვდნენ.
სოსო რობაქიძემ ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.
ია მეტრეველი კი დაინტერესდა, სარალიძე მათთან ერთად დარჩებოდა ვაკის პარკში, თუ პარლამენტის შენობის წინ დაბრუნდებოდა, სადაც ია მეტრეველის თქმით, სარალიძის გარშემო ის ადამიანები არიან, რომლებსაც მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი.