ზაზა სარალიძემ სამართალდამცველებს გუშინდელი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოუხდა
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ პარლამენტის წინ შეკრებილ სამართალდამცველებს გუშინდელი სიტყვიერი შეურაცხყოფისა და აღელვების გამო ბოდიში მოუხადა.
„სამართალდამცველებს პირადად მინდა ბოდიში მოვუხადო გუშინ ანერვიულებული ვიყავი და შეურაცხყოფა მივაყენე. მე დიდი სამეგობრო მყავს არა მარტო პოლიციაში, არამედ სხვა სტრუქტურებშიც, მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და ჩემს ფორმას ახლაც ვინახავ. შეურაცხყოფისთვის ყველას დიდი ბოდიში”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ამასთან, მისი თქმით, შიმშილობას აგრძელებს. „მაინც გავაგრძელებ შიმშილობას ექიმების მოთხოვნის მიუხედავად, ან ჩემ გვამს გაიტანენ ან სამართალს მივაღწევ. დასაკარგი არაფერი მაქვს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
პარლამენტის შენობასთან გუშნდელ აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რადგან სამართალდამცველებმა მათ კარვების გაშლისა და გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ, ზაზა სარალიძემ პოლიციელებს საკუთარი შვილის ფოტო დაუდო და მიმართა, ზედ გადაევლოთ.