აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს

დაპირისპირება გრძელდება საქართველოს პარლამენტთან. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს. ისინი სამართალდამცველების მისამართით ქვებს ისვრიან.

მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტთან რკინის ჯებირების მოხსნას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტს ალყა შემოარტყან.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აქციის მიმდინარეობისას სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან კანონის ფარგლებში დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.