ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები მუშაობენ
ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები მუშაობენ

თბილისში, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სამართალდამცველები ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ მუშაობენ, სადაც რამდენიმე ოფისია განლაგებული.

იქ მყოფი მოქალაქეები ვერ აკონკრეტებენ, რასთან დაკავშირებით მუშაობენ ბიზნესცენტრში სამართალდამცველები. მათი ბიზნესცენტრში მისვლა, შესაძლოა, ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდებოდეს.