ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს
ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს

ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს, – ამის შესახებ საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ამ ეტაპზე აღნიშნულ ობიექტებზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

სამართალდამცველები ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ რამდენიმე საათია, მუშაობენ.