ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწულოვანის მამამ, ზაზა სარალიძემ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის მეუღლესთან მიდის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პრემიერთან შესახვედრად შედიოდა, თუმცა, ტერიტორიიდან გავიდა.
პარლამენტის წინ გამართული აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორ ზვიად კუპრავასთან გასაუბრების შემდეგ ზაზა სარალძემ განაცხადა, რომ ის პრემიერთან შეხვედრას ოპოზიციის ლიდერების გარეშე არ აპირებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ გუშინ პარლამენტის შენობის წინ აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, მათი სურვილის შემთხვევაში, სახალხო დამცველთან ერთადაც.
ზაზა სარალიძე ცოტა ხსნის წინ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მივიდა და განაცხადა, რომ პრემიერთან მარტო შეხვედრას არ აპირებს და ერთი საათი დაელოდება პასუხს. მისი თქმით, ის შეხვედრაზე შვილმკვდარ მშობლებთან, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილთან, ასევე პოლიტიკოსებთან ერთად შევა.
ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ადინისტრაციასთან იმყოფებიან პოლიტიკოსები, ასევე ზვიად კუპრავა.