ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, სხდომებს აღარ დაესწრება. სარალიძემ სხდომაზე ადვოკატ ზურაბ თოდუას ფოტოები შეაყარა, რის შემდეგაც ზაზა სარალიძე სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.
დარბაზის დატოვებამდე მან განაცხადა, რომ მისი აგრესია უფლებადამცველების მისამართით არის, რადგან, მისივე თქმით, ისინი ამბობენ, რომ მისი შვილი მოკვლის ღირსი იყო.
„ამიხსენით, რაზე მელაპარაკებით, კანონმა მითხრა, 15 წელზე მეტს ვერ მივცემთ შენი შვილის მკვლელებსო, ფეხებზე მკიდიაო და რა კითხვებს მისვამთ. ამ ჩემს ფეხებს თუ გამოუშვებენ, 15 წელში ხომ უნდა გამოუშვან, რა მნიშვნელობა აქვს, ეს არის გარიგება? შთამომავალი, რომელიც მომიკლეს, სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა გუშინ მიგინა, რა კითხვა გაინტერესებთ, რა პასუხი გინდათ“, – განაცხადა ზაზა სარალიძე.