ზაზა სარალიძე საელჩოების წარმომადგენლებს ხვდება
ზაზა სარალიძე საელჩოების წარმომადგენლებს ხვდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში მიმდინარეობს სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე, ასევე აღნიშნული ორგანიზაციის წევრები ესწრებიან.

შეხვედრის დაწყებამდე მედიისთვის კომენტარები არ გაკეთებულა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად, საელჩოების წარმომადგენლებს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.