ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ხვალ პოლიტიკოსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ხვალ, 14:00 საათისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.
ამის შესახებ განცხადება სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა, რის შემდეგაც აქცია დატოვა.
„ხვალ, 14:00 საათზე მივდივარ პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად. ყველა პოლიტიკოსთან, საზოგადოებრივ მოღვაწეებთან და ელიტის წარმომადგენლებთან ერთად. დანარჩენ დეტალებს ჩემი მეგობრები გაგაცნობენ. ბოდიშს გიხდით, მეუღლე მართლა ძალიან ცუდად მყავს. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. უნდა დავბრუნდე სახლში და ხვალ თქვენთან ვარ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ამასთან, როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განმარტა, შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული არ არის და იმედი აქვს, შეხვედრა ხვალ შედგება.