ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ დღეს პოლიტიკოსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ დღეს, 14:00 საათისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს.
ამის შესახებ განცხადება სარალიძემ გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
„4 ივნისს, 14:00 საათზე მივდივარ პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად. ყველა პოლიტიკოსთან, საზოგადოებრივ მოღვაწეებთან და ელიტის წარმომადგენლებთან ერთად. დანარჩენ დეტალებს ჩემი მეგობრები გაგაცნობენ. ბოდიშს გიხდით, მეუღლე მართლა ძალიან ცუდად მყავს. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. უნდა დავბრუნდე სახლში “, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ამასთან, როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განმარტა, შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებული არ არის და იმედი აქვს, შეხვედრა შედგება.