ზაზა ხატიაშვილმა ერთ-ერთი კანდიდატის დარბაზიდან გასაყვანად დაცვა გამოიძახა
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მიმდინარეობისას ხმაური იყო. ერთ-ერთმა კანდიდატმა ვასილ ოსეფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას რეგლამენტით განსაზღვრულ 10 წუთს გადააჭარბა და მიკროფონის გათიშვის მიუხედავად, საუბარს არ წყვეტდა.
ოსეფაშვილი ერთ-ერთ კანდიდატს, დავით ასათიანს აკრიტიკებდა, რომელსაც ზაზა ხატიაშვილის კლანის წევრად მიიჩნევს და ერთპიროვნულ მმართველობასა და კორუფციაში ადანაშაულებს.
ზაზა ხატიაშვილმა ოსეფაშვილის გასაყვანად დაცვა გამოიძახა, თუმცა მათი ჩარევა საჭირო აღარ გახდა, რადგან ოსეფაშვილმა დარბაზი შეძახილების ფონზე თავად დატოვა.
თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები მიმდინარეობს.