ზაზა ხატიაშვილი - დღეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები ტარდება
ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისა, დღეს არ ასახელებს კანდიდატს, რომელსაც მისი შემცვლელის არჩევნებში ხმას აძლევს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების დაწყებამდე, ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ეს უზნეობა იქნება. ზაზა ხატიაშვილმა ყველა ადვოკატს მოუწოდა, პატივი სცენ ერთმანეთს და კოლეგიალურ პრინციპს. ამასთან, მისი თქმით, დღეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე გამჭვირვალე არჩევნები ტარდება.
“კანდიდატების მოთხოვნით, ჩვენ ბიულეტენები ბეჭდებით დავამოწმეთ”, – განაცხადა ხატიაშვილმა.
ადვოკატთა ასოაციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის მიცემა 15:00 საათზე დაიწყება. საარჩევნო კანდიდატებად რეგისტრირებული არიან: დავით ასათიანი, დავით ებრალიძე, დავით ლანჩავა, ლევან ჯანაშია და ირმა ჭკადუა.