ზაზა გაბუნია - ნარკოპოლიტიკაზე ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებშია
ზაზა გაბუნია - ნარკოპოლიტიკაზე ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებშია

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ხელისუფლება ნარკოპოლიტიკაზე ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც სახელმწიფო ინტერესებშია. ჟურნალისტებთან საუბარში ზაზა გაბუნია „ძალა ერთობაშიას“ ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში რა ცვლილებებიც უნდა შესულიყო, უკვე შესულია და სავარაუდოდ, ნოემბერში ამოქმედდება.

„არ მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო კომისიას რაღაც გამორჩა, რაც კონსტიტუციაში უნდა ასახულიყო. კანაფის კულტივაცია ნარკოპოლიტიკასთან არის დაკავშირებული. ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება და განსაკუთრებით გაკოტრებული პარტიის მხრიდან ღიმილის მომგვრელია და არავითარი ღირებულება არ აქვს“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

„ძალა ერთობაშია“ პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით მიმართავს. გაერთიანებული ოპოზიცია კანაფისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების წარმოება-კულტივაცია-ექსპორტის აკრძალვას კონსტიტუციის დონეზე ითხოვს.