დღეს დილით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარულის რვა შეხვედრა გაიმართა. სეზონის მე-17- გამარჯვება მოიპოვა გოლდენ სტეიტ „უორიორზმა“. ოკლენდელებმა „ემვეი არენაზე“ ორლანდო „მეჯიქი“ დიდი სხვაობით, ანგარიშით 133-112 დაამარცხეს.
სტუმართა შორის, ძირითად ხუთეულში იყო და მოედანზე 15 წუთი დაჰყო ზაზა ფაჩულიამ. ქართველმა კალათბურთელმა, ამ ხნის განმავლობაში, 6 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. გამარჯვებულთა შორის, საუკეთესო მაჩვენებელი კლეი ტომპსონს ჰქონდა, რომელმაც 27 ქულა გააკეთა. 25 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემაა კევინ დურანტის ანგარიშზე.
მასპინძელთა შორის, კვლავ აარონ გორდონი გამოირჩა. ორლანდოელთა ცენტრი, ბოლო პერიოდში, შესანიშნავ თამაშს განაგრძობს. ამჯერად, გორდონის მონაგარმა, 29 ქულა და 7 მოხსნა შეადგინა. „უორიორზი“ დასავლეთ კონფერენციაში ამ მომენტისთვის მეორე პოზიციაზე იმყოფება. სტივ კერის გუნდი, მომდევნო შეხვედრას, სტმრად, მაიამი „ჰიტის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
დღევანდელი სათამაშო დღის ცენტრალური დაპირისპირება, „ჩისპეიკ ენერჯი არენაზე“ შედგა, სადაც ოკლაჰომა „სითი თანდერმა“ მინესოტა „ტიმბერვულვსი“ მიიღო. მასპინძლები თითქმის მთელი მატჩის მანძილზე ლიდერობდნენ, თუმცა სოლიდური და გადმაწყვეტი უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდნენ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ბოლო წუთზე გადაწყდა. ოკლეაჰომელებმა, პოლ ჯორჯის ლიდერობით, რთულ და საჭირო გამარჯვებას მიაღწიეს, ანგარიშით 111-107. ჯორჯის მაჩვენებელმა 36 ქულა და 9 მოხსნა შეადგინა. სე
ზონის გამორჩეული თამაში ჰქონდა, სტივენ ადამსს. ახალ ზელანდიელმა ცენტრმა, 27 ქულა და 6 მოხსნა მოიპოვა. მინესოტელთა შორის, 23-23 ქულა, ენდრიუ უიგინსმა და კარლ ენთონი თაუნსმა მოაგროვეს. ამ გამარჯვების მიუხედავად, „სითი თანბდერი“ დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ზონაში არ იმყოფება. ბილი დონოვანის გუნდი, ჯერჯერობით მეცხრეა. „ტიმბერვუვლზი“ მეექვსე პოზიციაზეა.