ზაზა ფაჩულიასა და „გოლდენ სტეიტს“ თეთრ სახლში უმასპინძლეს [ვიდეო] #1TVSPORT
ზაზა ფაჩულიასა და „გოლდენ სტეიტს“ თეთრ სახლში უმასპინძლეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია, NBA-ის კლუბ „გოლდენ სტეიტთან“ ერთად, თეთრ სახლს სტუმრობდა.

ზაზა კარიერის დასრულების შემდეგ ამ გუნდში კონსულტანტად მუშაობს, შესაბამისად, 2021-22 წლების სეზონში „გოლდენ სტეიტის“ გაჩემპიონების შემდეგ ოქროს ბეჭედი ფაჩულიამაც მიიღო.

ყოველწლიურად NBA-ის ჩემპიონებს ამერიკის თეთრ სახლში მასპინძლობენ. არც ეს წელი იყო გამონაკლისი. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად სიტყვით გამოვიდა „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი.