ზარანდიას „არკა" პოლონეთის თასის ფინალშია
ზარანდიას „არკა" პოლონეთის თასის ფინალშია

პოლონეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს ქართველი თავდამსხმელების გუნდები დაუპირისპირდნენ: გდინიაში ლუკა ზარანდიას “არკამ” ნიკა კაჭარავას კელჩესკორონა” მიიღო.

პირველი მატჩი ”კორონამ” ნიკა კაჭარავას დუბლით 2:1 მოიგო. სტუმართაგან ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე ლუკა ზარანდიამ გაიტანა და ”არკას” ფინალში გასვლის შანსი დაუტოვა. ამ გოლის ფასი განმეორებით შეხვედრაში გამოჩნდა: ”არკამ” მეტოქე 1:0 დაამარცხა – გადამწყვეტი გოლი 85-ე წუთზე ბრაზილიელმა მარკუს და სილვამ გაიტანა. გასვლაზე გატანილი მეტი გოლით, ”არკა” ზედიზედ მეორედ გავიდა პოლონეთის თასის ფინალში. შარშან გდინიელებმა თასი პოზნანისლეხთან” ლუკა ზარანდიას მიერ 110-ე წუთზე გატანილი გოლით მოიპოვეს.

ზარანდია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს. “კორონას” სასტარტო შემადგენლობაში კი ნიკა კაჭარავა გამოჩნდა, რომელმაც 90 წუთს ითამაშა.

მეორე ფინალისტი ხვალ გაირკვევა: ზაბჟესგურნიკმა” შინ ”ლეგია” ვერ დაამარცხა (1:1) და მეტოქეს ვარშავაში ესტუმრება.