დავით სხირტლაძემ „არკას“ პირველად მოაგებინა

00:30, 31.08.2019

დავით სხირტლაძემ ახალი კლუბის, გდინიას „არკას“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.

პოლონეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „არკამ“ ზაბჟეს „გურნიკს“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე ეფექტური დარტყმით სხირტლაძემ გაიტანა, რომელმაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.

დავით სხირტლაძემ პოლონეთის ჩემპიონატში (ექსტრაკლასა) გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. ერთი კვირის წინ, 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა თავი კრაკოვში, გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან, „კრაკოვიასთან“ (1:3) გამოიჩინა.

შვიდი ტურის შემდეგ „არკამ“ ხუთი ქულა დააგროვა, ორი ადგილით დაწინაურდა და მეცამეტე პოზიციაზეა.

https://www.facebook.com/ArkaGdyniaSSA/videos/744875532627967/?v=744875532627967

მსგავსი