დავით სხირტლაძემ ახალი კლუბის, გდინიას „არკას“ ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და გუნდს სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა.
პოლონეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „არკამ“ ზაბჟეს „გურნიკს“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე ეფექტური დარტყმით სხირტლაძემ გაიტანა, რომელმაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
დავით სხირტლაძემ პოლონეთის ჩემპიონატში (ექსტრაკლასა) გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. ერთი კვირის წინ, 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა თავი კრაკოვში, გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან, „კრაკოვიასთან“ (1:3) გამოიჩინა.
შვიდი ტურის შემდეგ „არკამ“ ხუთი ქულა დააგროვა, ორი ადგილით დაწინაურდა და მეცამეტე პოზიციაზეა.
Gol Davita Skhirtladze!
⚽💥 Davit Skhirtladze trafia w drugim meczu z rzędu! Arka wygrywa!Więcej materiałów znajdziecie na ekstraklasa.tv oraz youtube.com/ArkaGdyniaSSA
Posted by Arka Gdynia SSA on პარასკევი, 30 აგვისტო, 2019