ბათუმის „დინამომ“ შეკრებები დაგეგმა - შემადგენლობა განახლებულია, ახალწვეულები „დილადან“ და „დინამო თბილისიდან“ დაიმატეს #TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ შეკრებები დაგეგმა - შემადგენლობა განახლებულია, ახალწვეულები „დილადან“ და „დინამო თბილისიდან“ დაიმატეს #TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ ახალი სეზონი დაწყებამდე ორი შეკრება დაგეგმა და ორივე თურქეთში – პირველი 20 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაიმართება, ხოლო მეორე 6-22 თებერვალს.

ანდრეი დემჩენკოს გუნდის ანტალიას განახლებული შემადგენლობით ესტუმრება. ბათუმის „დინამომ“ თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი ოსეი ბარსი დაიმატა, ხოლო ვიცე-ჩემპიონის კაპიტან დავით სხირტლაძესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

ანდრეი დემჩენკომ, რომელიც გუნდს გორის „დილადან“ შეუერთდა, ყოფილი კლუბიდან სამი გამორჩეული ლეგიონერი მიიწვია – ბრაზილიელი მცველი ვანდერსონ სილვა და საყრდენი ნახევარმცველი ალეფ სანტოსი, ასევე სენეგალელი თავდამსხმელი ონორე გომისი.

მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიემ უცხოელთან – ტირასპოლის „შერიფის“ 28 წლის კამერუნელ ცენტრალურ მცველ გაბი კიკისთან და სოლიგორსკის „შახტიორისა“ და ტოგოს ნაკრების ფორვარდ ულოგე პლაკასთან.

გუნდში რჩება მეკარე როინ კვასხვაძე და მას კონტრაქტს გაუგრძელებენ, ხოლო „სამტრედიადან“ იჯარის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიპერი ლუკა ხარატიშვილი დაბრუნდება. გიორგი წიტაიშვილს ბათუმელებთან კონტრაქტი აკავშირებს და ვიტინიოსთან და პაატა ღუდშაურთან ერთად რჩება.