დავით სხირტლაძემ პოლონეთში გოლი პირველად გაიტანა
დავით სხირტლაძემ პოლონეთის ჩემპიონატში (ექსტრაკლასა) პირველი გოლი გაიტანა. მისი ახალი გუნდი, გდინიას „არკა“ ექსტრაკლასას მეხუთე ტურში კრაკოვში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, „კრაკოვიას“ ესტუმრა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
26 წლის ქართველი თავდამსხმელი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოჩნდა, როდესაც „კრაკოვია“ 2:0-ს იგებდა. ამის შემდეგ, მასპინძლებმა მესამე გოლიც გაიტანეს, ქართველმა თავდამსხმელმა კი პრესტიჟის გოლით 90+4-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
დავით სხირტლაძე დინიას „არკაში“ ზაფხულში გადავიდა და ახალ სეზონში ოთხი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ყველა შეცვლაზე და ჯამში მხოლოდ 64 წუთი ითამაშა. ხუთი ტურის შემდეგ „არკამ“ დააგროვა და მეთხუთმეტე პოზიციაზეა.
https://www.facebook.com/ArkaGdyniaSSA/videos/2452971271649634/?v=2452971271649634