ლუკა ზარანდიამ პოლონეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა [ვიდეო]

ლუკა ზარანდიამ პოლონეთის ჩემპიონატში გოლი ისევ გაიტანა – გდინიას „არკას“ ქართველმა თავდამსხმელმა ექსტრაკლასას მე-7 ტურში სოსნოვეცის „ზაგლემბიეს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა.

ლუკა ზარანდია ძირითად შემადგენლობაში იყო – 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 66-ე წუთზე კი „არკა“ დააწინაურა – 2:1. თუმცა, გდინიელებმა გამარჯვების შენარჩუნება ვერ მოახერხეს, ორ წუთში გაუშვეს და შეხვედრა 2:2 დაასრულეს.

ხუთ შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა პირველი გოლი გაიტანა. 7 ტურის შემდეგ „არკამ“ 7 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა.