ზაქარია ქუცნაშვილი - თვისობრივი ცვლილებები აუცილებელია
ზაქარია ქუცნაშვილი - თვისობრივი ცვლილებები აუცილებელია

თვისობრივი ცვლილებები აუცილებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები.

„ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება. უმრავლესობის წევრებს საშუალება მივცეთ, რომ წაიუმუშაონ.

მე ვფიქრობ, რომ მთელი რიგი მიმართულებებით თვისობრივი ცვლილებები აუცილებელია. ოფიციალური განცხადება გაკეთდება და ოფიციალურ განცხადებაში ყველაფერი დასახელდება“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს.