ყვარლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 35 მეხანძრე-მაშველი და 10-მდე რეინჯერი.
ცოცხალ ძალასთან ერთად ხანძრის ქრობაში ჩართული იყო შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
„დაწყებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და ცეცხლის ცალკეული კერების დამუშავება. ცეცხლის ქრობა რთული რელიეფისა და ძლიერი ქარის გამო გართულებული იყო, თუმცა ახლა შეიძლება ითქვას, რომ ლოკალიზება მოხერხდა“,- განაცხადა კახეთის სატყეო სამსახურის მთავარმა, მეტყევე იოსებ ტურაშვილმა.
ხანძარი მთის ფერდობზე გუშინ დილით შენიშნეს და მას შემდეგ ოპერატიულად ჩაერთო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე – მაშველები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.