უბედური შემთხვევის შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მოზარდს თამაშის დროს რკინის კონსტრუქცია დაეცა.
როგორც პირველ არხს ახალსოფლის სკოლის დირექტორმა მალხაზ ცერცვაძემ განუცხადა, მოზარდები სახლთან ახლოს მდებარე სახერხ საამქროსთან თამაშობდნენ, მოულოდნელად ერთ-ერთი დანადგარი გადაბრუნდა და მოზარდი მოიყოლა. შედეგად, 12 წლის ბიჭმა გულ-მკერდის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო და ადგილზე დაიღუპა.