ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
რთულად მისადგომ რელიეფზე ხანძრის ქრობის პროცესი სპეც ტექნიკის დახმარების გარეშე, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ცეცხლი ტყის ქვედა ფენას გაუჩნდა, ხანძრის შედეგად დამწვარია 10 ჰექტრამდე ფართობი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.