ყრუ და სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს ჟესტურ ენაზე ადაპტირებული ფილმების ნახვა შეეძლებათ
ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეები ჟესტურ ენაზე ადაპტირებული ფილმების ნახვის საშუალება ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
კინოცენტრის ახალი პროექტის, სახელწოდებით „კინო ჟესტებით” პრეზენტაცია 29 მარტს გაიმართება.
პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება „ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების” მიერ შერჩეული და ჟესტების ენით ადაპტირებული ორი საფესტივალო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „აპოლო ჯავახეთი” (რეჟისორი ბაქარ ჩერქეზიშვილი) და „8 წუთი” (რეჟისორები: გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი).
პროექტის მიზანს სმენადაქვეითებული და ყრუ ადამიანების საზოგადოებაში მეტად ინტეგრირება, შშმ პირებისთვის კინოხელოვნების ხელმისაწვდომობა და ჟესტური ენის პროპაგანდა, საზოგადოებაში ჟესტური ენისადმი ინტერესის გაღვივება წარმოადგენს;
პროექტის „კინო ჟესტებით” განხორციელების შემდეგ, საქართველოში მცხოვრები 5 000-ზე მეტი ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანი შეძლებს უყუროს სპეციალურად მათთვის შერჩეულ და ადაპტირებულ მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ ფილმებს.