„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მმართველობა გაუქმდა
„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მმართველობა გაუქმდა

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მმართველობა გაუქმდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 30 აპრილის საჯარო სხდომაზე მიიღო.

შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისში“ სპეციალური მმართველობა 2009 წლიდან მოქმედებდა.

სემეკ-ის განმარტებით, ფინანსური არასტაბილურობის პირობებში სპეციალური მართვის რეჟიმის ფორმით ლიცენზიატის სამეწარმეო საქმიანობაში კანონისმიერი ჩარევა გამოწვეული იყო თბილისში ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვით, რათა საფრთხე არ შექმნოდა აბონენტების ბუნებრივი გაზით უწყვეტ მომარაგებას.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შარშან გაიყიდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კომპანიამ Waltbay LTD შეიძინა, რომელიც ქართულ „სი ბი ეს ჯგუფს“ ეკუთვნის.