სემეკ-მა ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომხმარებლებს 186 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა
სემეკ-მა ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომხმარებლებს 186 000 ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2020 წლის 16 იანვრის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა. მათი უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა.

კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩამოწერილი თანხების ჯამმა 186 677 ლარი შეადგინა. საჯარო სხდომაზე განხილული საჩივრები კომუნალური მომსახურების კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.

სადავო საკითხები განსახილველად წარადგინეს სემეკ-ის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

დატოვე კომენტარი