„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - მიმდინარეობს აფეთქების გამოძიება, დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - მიმდინარეობს აფეთქების გამოძიება, დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს თბილისში მომხდარი აფეთქების გამოძიება და დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუშაობს საგანგებო რეჟიმში.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე.

დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს“, – აცხადებენ კომპანიაში.

აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი და დაშავდა შვიდი ადამიანი.