ყაზბეგი-როშკის უღელტეხილზე სამთო-მაშველებმა ისრაელის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს [ვიდეო]

ყაზბეგი-როშკის უღელტეხილზე სამთო-მაშველებმა ისრაელის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლაშქრობაზე წასულ ახალგაზრდებს გზა აებნათ, დაბალი ტემპერატურის გამო თერმული შოკი მიიღეს და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ​.

​დაზარალებული ტურისტები საავადმყოფოში შინაგან საქმეთა სამინსიტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენით გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.