თურქეთში პრეზიდენტის სასახლის ფონზე სურათის გადაღების გამო, ისრაელის ორი მოქალაქე დააკავეს
თურქეთში პრეზიდენტის სასახლის ფონზე სურათის გადაღების გამო, ისრაელის ორი მოქალაქე დააკავეს

სტამბოლში რეჯეფ თაიფ ერდოღანის სასახლის ფონზე სურათის გადაღების გამო, თურქეთის პოლიციამ ისრაელის ორი მოქალაქე დააკავა, რომელთაც ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრებათ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

პოლიციამ ისრაელის მოქალაქეები მას შემდეგ დააკავა, რაც წყვილმა ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა.

დაკავებული წყვილის ადვოკატის განცხადებით, მათ არ იცოდნენ, რომ პრეზიდენტის სასახლესთან სურათის გადაღება აკრძალული იყო. მისი თქმით, ეს იყო უდანაშაულო, ტურისტული აქტი და არა კრიმინალური ქმედება და წყვილი არ იმსახურებდა თურქეთის მხრიდან მსგავს შეურაცხმყოფელ მოპყრობას.

მედიის ცნობით, სტამბოლის სასამართლოში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოსმენა დღეს გაიმართება, რომელზედაც, მედიის ინფორმაციით, წყვილის ისრაელში დეპორტაციის გადაწყვეტილება იქნება მიღებული. გარდა ამისა, ისრაელის მოქალაქეებს შესაძლოა ექვსი თვის განმავლობაში თურქეთის ტერიტორიაზე შესვლაც აეკრძალოთ.