სპეციალური პენიტენციური სამსახური ისრაელის მოქალაქე პატიმრებს სატელეფონო სასაუბრო დროს დაუფინანსებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური ისრაელის მოქალაქე პატიმრებს სატელეფონო სასაუბრო დროს დაუფინანსებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ისრაელის მოქალაქე პატიმრებს სატელეფონო სასაუბრო დროს დაუფინანსებს. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ისრაელში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოხატავს კეთილ ნებას და საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფ ყველა ისრაელის მოქალაქე ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ოჯახების მოკითხვის მიზნით, უფასო სასაუბრო დროით უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.