ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, ერთ-ერთ ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, ათი ადამიანი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწმალა.
როგორც მედია წერს, ჰოსტელი საცხოვრებელი სახლის სარდაფში იყო მოწყობილი. ინციდენტი 30 ნოემბერს, დილით მოხდა.
პოლიციის ცნობით, შენობაში სამოცზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. 59-მა პირმა ჰოსტელის დატოვება დროულად მოასწრო.
ცეცხლი 30 კვადრატულ კილომეტრზე იყო გავრცელებული. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.