ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გამოდის ინიციატივით, ასტანას „ნურსულთანი“ დაერქვას
ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი გამოდის ინიციატივით, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას ნაზარბაევის პატივსაცემად „ნურსულთანი“ დაერქვას. ამის შესახებ ტოკაევმა ფიცის დადების ცერემონიის დროს განაცხადა.
ყაზახეთის სენატის სენატის სპიკერის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თქმით, აუცილებელია ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სახელის მარადყოფა, ამიტომ დედაქალაქს უნდა ეწოდოს პრეზიდენტის სახელი და დაერქვას „ნურსულთანი“.
ამასთან, ტოკაევი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ნურსულთან ნაზარბაევის სახელი მიენიჭოს ყაზახეთის რეგიონული ცენტრების ყველა მთავარ ქუჩას. ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებელი აცხადებს, რომ ნაზარბაევი დარჩება ქვეყნის ერთადერთი მუდმივ ხელმძღვანელად, მის აზრს კი პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას.
ტოაკევი ასევე ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლის დადგმის ინიციატივით გამოვიდა.
ტოკაევმა ნაზარბაევს „სახალხო გმირისა“ და შრომის გმირის“ უმაღლესი წოდებები მიანიჭა.
ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობებს სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 2020 წლის აპრილამდე შეასრულებს. ნაზარბაევმა პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებლად თავისი თანაგუნდელი, კასიმ-ჟომარტ ტოკაევი თავად დაასახელა. მისი თქმით, ტოკაევი არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება, ანდო ქვეყნის მართვა.
ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყნის მეთაურის თანამდებობას 1990 წლიდან იკავებდა. 2015 წელს ის პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს.