ოსეის შემდეგ კამარაც - „ასტანაში“ „დინამო თბილისიდან“ კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ყოფილი ლეგიონერი უსმანე კამარა კარიერას „ასტანაში“ გააგრძელებს – გვინეელი ფეხბურთელის ტრანსფერი ყაზახური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.
„„ასტანამ“ კონტრაქტი გააფორმა გვინეელ ნახევარმცველთან, უსმანე კამარასთან. მას ყაზახი გულშემატკივრები „დინამო თბილისში“ გამოსვლებიდან იცნობენ. თბილისური კლუბის შემადგენლობაში კამარამ 26 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კამარა გუნდთან ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული. 25 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა“, – იტყობინება „ასტანის“ პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ უსმანე კამარამდე ყაზახეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში „დინამო თბილისის“ კიდევ ერთი მოთამაშე, განელი ნახევარმცველი ბარნს ოსეი ჩაირიცხა.