ხორვატული გამოცემა - ველოდებით, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, „ასტანამ“ „დინამოსთან“ თამაში ჩააგდო #1TVSPORT
ხორვატული გამოცემა - ველოდებით, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, „ასტანამ“ „დინამოსთან“ თამაში ჩააგდო #1TVSPORT

ხორვატული გამოცემა sportklub.n1info „ასტანასა“ და „დინამო თბილისის“ შეხვედრას გამოეხმაურა, რადგან ამ წყვილის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ზაგრების „დინამოსთან“ ითამაშებს.

„ზაგრების „დინამო“ მეტოქეს ელოდება. „ასტანამ“ პირველი თამაში ჩააგდო. ყაზახურმა გუნდმა და „დინამო თბილისმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ფრედ ითამაშეს, გამარჯვებული კი მომდევნო ეტაპზე ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდება.

ფრე კარგი შედეგია „დინამოსთვის“, რადგან ამ დუელში ფავორიტად „ასტანა“ სახელდებოდა, რომელიც წინა წლებში ევროპული შეჯიბრებების ჯგუფური ეტაპის მუდმივი მონაწილე იყო.

მასპინძლები მე-11 წუთზე დაწინაურდნენ. ისინი თამაშის კონტროლსა და ზეიმს აპირებდნენ, თუმცა ყაზახებს სხვაობის გასაზრდელად საკმარისი ძალა არ აღმოაჩნდათ. ამით ქართულმა გუნდმა ისარგებლა და 57-ე წუთზე გაბრიელ სიგუამ ანგარიში გაათანაბრა“, – წერს ხორვატული გამოცემა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი „დინამო თბილისსა“ და ყაზახეთის ჩემპიონ „ასტანას“ შორის 19 ივლისს თბილისში, „დინამო არენაზე“ შედგება. ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე „დინამოსთან“ (ხორვატია) – 26 ივლისს ზაგრებში, ხოლო 2 აგვისტოს საკუთარ მოედანზე ითამაშებს.