„ასტანას“ ფეხბურთელმა „დინამოსთან“ მატჩის შესახებ ისაუბრა - ჩვენ ყველა მოთამაშე გავაანალიზეთ #1TVSPORT
„ასტანას“ ფეხბურთელმა „დინამოსთან“ მატჩის შესახებ ისაუბრა - ჩვენ ყველა მოთამაშე გავაანალიზეთ #1TVSPORT

„ასტანას“ ნახევარმცველმა, ელხან ასტანოვმა „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩთან დაკავშირებულ მოლოდინებზე Meta-ratings.kz-თან ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ასტანაში გულშემატკივრების გაახრება ვერ მოვახერხეთ. შევეცდებით, თამაში ხვალინდელ შეხვედრაში გავაუმჯობესოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა შემდეგ ეტაპზე გასვლაა.

„დინამოში“ კონკრეტულად არავის გამოვყოფ, რადგან მოედანზე ცოტა დრო გავატარე, მაგრამ თეორიაზე გავაანალიზეთ მათი მოთამაშეები. თუ კონკრეტულად ვახსენებ, შემიძლია უსმან კამარა დავასახელო.

თუმცა, მთელი გუნდი უნდა აღინიშნოს, რადგან „დინამო“ ძალიან კარგი გუნდია. ისინი სახლში, გულშემატკივრების წინაშე ერთად ითამაშებენ, მაგრამ საკუთარი ძალის გვჯერა და მხარდაჭერის გარეშე არც ჩვენ დავრჩებით“, – ამბობს „ასტანას“ ფეხბურთელი.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ყაზახეთის დედაქალაქში „ასტანასა“ და „დინამო თბილისს“ შორის 1:1 დასრულდა. საპასუხო თამაში 19 ივლისს თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.