თურქეთის ქალაქ რიზეში, ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
თურქმა სამართალდამცველებმა მაგისტრალზე ქართული სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი გააჩერეს, სადაც ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ 28 600 აშშ დოლარი, 1 800 თურქული ლირა, 1 000 ევრო და ოთხი მობილური ტელეფონი ამოიღეს.
სასამართლომ ორ პირს პატიმრობა მიუსაჯა, ერთ-ერთი მათგანი კი, გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.