თურქეთში რუსული სახელმწიფო სააგენტო „სპუტნიკის“ თურქეთის ბიუროს ოთხი თანამშრომელი დააკავეს
თურქეთში რუსული სახელმწიფო სააგენტო „სპუტნიკის“ თურქეთის ბიუროს ოთხი თანამშრომელი დააკავეს

ანკარასა და სტამბოლში რუსული სახელმწიფო სააგენტო „სპუტნიკის“ თურქეთის ბიუროს ოთხი თანამშრომელი დააკავეს. რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის სააგენტოს თურქეთის ბიუროს მთავარი რედაქტორიც.

მანამდე, „სპუტნიკის“ მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა სამი ჟურნალისტის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ისინი 29 თებერვალს გვიან საღამოს დააკავეს. სამივე დაკავებული თურქეთის მოქალაქეა.

სიმონიანის თქმით, „სპუტნიკის“ ჟურნალისტების ბინებში დაუდგენელი პირები შევარდნენ და ისინი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მოგვიანებით ჟურნალისტების დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

სპუტნიკის“ რეპორტიორების დაკავებას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ანკარას ვითარების გარკვევისა და რუსული მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.