თურქეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

08:31, 24.05.2018

თურქეთში პოლიციამ საქართველოს მოქალაქეების დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. 26, 28 და 31 წლის მამაკაცი იზმირში აიყვანეს. მათ ბრალად სულ მცირე 6 საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედებათ.

გამოძიების ცნობით, მათ 90 ათასი თურქული ლირას ღირებულების ოქროს ნაკეთობები და სხვა ძვირფასი ნივთები მოიპარეს.

პოლიციის ცნობით, დამნაშავეების სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. სამართალდამცავების განცხადებით, იზმირში გაქურდული 6 სახლის კარი იდენტური მეთოდით არის გახსნილი.

საქართველოს მოქალაქეების ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულია სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც ისინი კარის საკეტს ხსნიდნენ.სამივე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში რჩება.

მსგავსი