თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით 43 პირი დააკავეს

15:49, 23.07.2018

თურქმა სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოს” წევრობის ბრალდებით 43 პირი დააკავეს. ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში, უსაფრთხოების ძალებმა სტამბოლში 15-მდე საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის ოპერაცია აწარმოეს.

პოლიციის განმარტებით, ეჭვმიტანილები რადიკალურ დაჯგუფებასთან კონტაქტს ძირითადად, სოციალური ქსელების საშუალებით ამყარებდნენ.

გასულ წლებში ისლამური სახელმწიფოს ორგანიზებით, თურქეთში რამდენიმე ტერაქტი განხორციელდა. მათ შორის 2017 წლის 1-ელ იანვარს ერთ-ერთ ღამის კლუბში თავდასხმას 39 ადამიანი, 2016 წელს კი აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი