წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საქალაქო ავტობუსი დაგორდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ხუთი მგზავრი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.