წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო წავკისში ლოკალიზებული
წყნეთსა და ნაფეტვრებში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
რაც შეეხება წავკისს, უწყების ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
თბილისის შემოგარენში ხანძრის კერები რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.