საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროს მამუკა კვარაცხელია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს, გრიგოლ იოსელიანს შეხვდა. შეხვედრაზე ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი განიხილეს.
მომავალ წელს ფეხბურთის ფედერაცია წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი საფარის მოწყობას გეგმავს, რაც ასევე ითვალისწინებს სადრენაჟე სისტემის მონტაჟს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებს 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების მოწყობას, სტადიონის შემორაგვას, ასევე, ვიპ და პრეს ლოჟების ხარჯებს.
„რეაბილიტაციის შემდეგ წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონი გვექნება, ასრულდება ბევრი წყალტუბოელის ოცნება და საფეხბურთო კლუბი ,,სამგურალი”, რომელიც დღეს საშინაო მატჩებს მარტვილში ატარებს, წყალტუბოს დაუბრუნდება.
რეაბილიტირებული სტადიონი დააკმაყოფილებს როგორც ეროვნული ლიგა 2-ის, ასევე ლიგა 1-ის მოთხოვნებს” – ამბობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.