წყალტუბოში, სოფელ ფარცხანაყანევში მგელმა ხუთი ადამიანი დაკბინა
წყალტუბოში, სოფელ ფარცხანაყანევში მგელმა ხუთი ადამიანი დაკბინა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში მგელმა ხუთი ადამიანი დაკბინა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. შემთხვევა გუშინ მოხდა.

სოფლის მკვიდრი მურმან ციბაძე ამბობს, რომ მტაცებელი 02:00 საათზე დაესხა თავს და ხელზე უკბინა.

„ბაზარში გასაყიდად მიმქონდა პროდუქტი. დავინახე, რომ ჩემი ძაღლი მგელს მიჰყავდა. თავდაპირველად ძაღლი მეგონა, შემდეგ მივხვდი, რომ მგელი იყო. გამოვეკიდე ჩემი ძაღლის დასაცავად, რა დროსაც თავს დამესხა და მკლავზე მიკბინა“, – აცხადებს მურმან ციბაძე.

გასულ ღამეს მგელმა სოფელში კიდევ ოთხი ადამიანი დაკბინა. დაზარალებულებმა უკვე ჩაიტარეს შესაბამისი აცრები და მკურნალობას სახლში აგრძელებენ.