წყალტუბოში მოკლული 17 წლის ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს
წყალტუბოში მოკლული 17 წლის ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს

წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მოკლული 17 წლის ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს.

ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი არსებობდა და კლასელმა ის სალაპარაკოდ რამდენჯერმე დაიბარა.

როგორც პირველ არხთან გარდაცვლილის ახლობელი აცხადებს, საქმე მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტს ეხებოდა.

გარდაცვლილის ახლობელი პირველ არხთან აცხადებს, რომ გარდაცვლილის ნაცნობს ტელეფონი მოპარეს, მოგვიანებით კი ქურდობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება მეგობარს დააბრალა, მან კი თავი მართლება სცადა, რის შემდეგაც ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება მოხდა.

გარდაცვლილი გულის არეში დაჭრეს. შემთხვევა ტყეში მოხდა. დაჭრილი სასფლაოს ჭიშკართან მიიყვანეს და მიატოვეს. იგი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებმა დაინახეს. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გარდაცვლილის დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფება. შვილის გარდაცვალების შესახებ მან ამ დრომდე არაფერი იცის.

წყალტუბოში 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული თბილისში დააკავეს.