წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმის შენობაში, სადაც ამჟამად დევნილები ცხოვრობენ, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი გუშინ, გვიან ღამით რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილ სანატორიუმ „მეგობრობაში“ მოხდა.
ადგილზე მისულ მეხანძრეებს ერთ-ერთ ოთახში ცეცხლის ღია კერა დახვდათ. ხანძრის შედეგად, 65 წლამდე ასაკის ორი ქალი დაიღუპა.
მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს და ხანძარი დანარჩენ ოთახებში არ გავრცელებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი უწყება. შენობიდან 35 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მომხდარ ფაქტს შსს იძიებს.